"ვნერვიულობ და ღმერთმა დაგვიფაროს" - ნიკოლოზ სააკაშვილის კომენტარი მამის უკრაინაში დაბრუნებაზე

  • 10 სექტემბერი 13:07, 2017 წელი

ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ ევროპარლამენტარებთან და უკრაინელ ოპოზიციონერებთან ერთად ავტობუსით პოლონეთიდან გამოემგზავრა.


უკრაინის მხარეს შეკრებილნი არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ასევე მოწინააღმდეგეები.


უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი სერვიატუკმა გააკეთა.



მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, რის გამოც მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტის ექსტრადიციაზე მოთხოვნა ორჯერ გაუგზავნა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თუ უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს.



საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2016 წლის შემოდგომაზე დატოვა. საიმიგრაციო დოკუმენტაციაში არასწორი ინფორმაციის შეტანის ბრალდებით მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.