ხანძრით დაზარალებულები მთავრობას "სიურპრიზით" ემუქრებიან

  • pirveliradio.ge
  • 31 იანვარი 10:10, 2017 წელი

"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები შენობაში შეშვებას ითხოვენ და ამისთვის მთავრობას კონკრეტულ ვადას აძლევენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის სხვადასხვა ფორმით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ მთავრობისთვის ეს სიურპრიზი იქნება.

"ულტიმატუმს ვუყენებთ მთავრობას და ვადას ვაძლევთ 13:00 საათამდე, რომ შეგვიშვან შენობაში და მოგვცენ უფლება, გავიტანოთ ჩვენი ნივთები. საშუალება იყო და ამ მომენტშიც არის, რომ შეგვიშვან და იქიდან ნელ-ნელა მოგვაწოდონ ნივთები. რას გავაკეთებთ ვადის ამოწურვის შემდეგ, ეს იქნება სიურპრიზი მთავრობისთვის", - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge