პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული

  • pirveliradio.ge
  • 21 იანვარი 18:53, 2017 წელი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, გადაწყვეტილება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე მიღებული არ არის.

აღნიშნულით კილაძე "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით შეთანხმება გარკვეულწილად შედგა.

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge