"ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო"

  • 13 თებერვალი 13:22

მამა ანდრია სარია, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა, "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო.

სარიას თქმით, ამის შესახებ მან მეუფე შიოსთანაც ისაუბრა, თუმცა მისი მოსმენა არ ისურა. სარია ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე პატრიარქსაც ესაუბრა.


"როდესაც მივიდა ეს ბერი და უთხრა პატრიარქს, რომ მე ვნახე ეს ყველაფერი, უთხრა, რომ ის უნდა განიკვეთოსო ანდა მე წავალ ეკლესიიდანო. ერთ კვირაში დაიბარეს და ამ საკითხზე პასუხს გეტყვიო. ერთ კვირაში რომ მივიდა, ჯობია შენ წახვიდეო. ეს ბერი განიმოსა და ახლა საბურთალოზე ბინაში ცხოვრობს", — ჰყვება სასულიერო პირი.