იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა - არსებობს თუ არა ცუნამის საფრთხე

  • 29 იანვარი 00:43

იამაიკის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწი​​სძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:10 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ლუსეადან 117,4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.


მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. იამაიკას, კუბასა და კაიმანის კუნძულებს მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი ემუქრებათ.