ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის საავადმყოფოს აშენებენ

  • 29 იანვარი 00:36

ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო.

1000 პაციენტისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება 10 დღეში იგეგეგმება. შენობის აშენებაში მოხალისეები და მშენებლები იღებენ მონაწილეობას.


2003 წელს ატიპური პნევმონიის ეპიდემიის დროს პეკინში მსგავსი ტექნოლოგიით საავადამყოფო 1 კვირაში ააშენეს.


წყარო