"ნატომ ისე გამაძლიერა, კიბოს იქით მოვკლავ“ - რა გადაიტანა ლაშა ნანობაშვილის ოჯახმა "მხოლოდ ქართულამდე“

  • 29 იანვარი 00:13

რუსა ლეჟავა „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტის, ლაშა ნანობაშვილის დედაა. კონკურსანტის, რომელსაც ავტორ-შემსრულებელმა, ნატო გელაშვილმა ჯერ ორი ათასი ლარი აჩუქა, მოგვიანებით კი - საყვარელი სიმღერა („ერთი რამე გულიანი“).

მეორე ორშაბათს გელაშვილის ვაჟმა - ლუკა ჭოხონელიძემაც დატოვა პროექტი. ეს ორი ოჯახი პროექტმა ერთმანეთს დააკავშირა და ამას ნატოს სამომავლო გეგმაც ადასტურებს. ის ლაშას უკვე მესამე შვილად მიიჩნევს და მისი, როგორც შემსრულებლის ხელშეწყობას აპირებს.


რაც შეეხება რუსა ლეჟავას, წლების წინ, როცა ბორჯომში გელაშვილისგან ავტოგრაფს იღებდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ მასთან ოდესღაც ასე უშუალოდ იკონტაქტებდა.


ეს არის ისტორია, რომელშიც ერთმა დედამ მეორეს სტიმული მისცა ცხოვრებისეული ბრძოლის გასაგრძელებლად. კონკურენტმა ბიჭები დედები დაამეგობრა...


„პრაიმტაიმი“ ემიგრანტ რუსას დაუკავშირდა. ლაშას დედა ოთხი თვეა იტალიაშია, სადაც პირველი ორი თვე უმუშევრად გაატარა.


რუსა ლეჟავა: - ვარ დროებით სამსახურში. ქართველი ქალბატონი ჩავანაცვლე, რომელიც საქართველოში წავიდა და 12 თებერვალს ჩამოდის...მერე ისევ ახლობლების იმედად ვრჩები.


როგორც ქალბატონმა რუსამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იტალიაში წასვლა უსახლკარობამ გადააწყვეტინა. ის თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა და ბინა დაკარგა.


რუსა ლეჟავა: - 2011 წელს მეგობრის ოჯახში გაცნობილი ნათესავი ქალი (რომელიც გარედან საკმაოდ მყარად მდგარი ოჯახიდან ჩანდა) შემომიჩნდა, რომ ტენდერი აქვს მოგებული და რაც უნიფორმები იკერება საქართველოში, იმის ნაჭერი შემოაქვს და ამ ბიზნესში დიდი პატივისცემით ჩემი ჩართვაც უნდა... იმ დროს ეჭვის საფუძველი არ მქონდა, თითქოს, დამაგიპნოზა და რაც იმ დროისთვის თანხა მქონდა და პლუს საცხოვრებელი ბინა, სასწორზე დამადებინა...


ამ აფიორაში მე ერთ-ერთი აღმოვჩნდი, ხოლო ვინც ადრე გამოფხიზლდა, მისი ძალისხმევით ეს ქალბატონი თაღლითობის მუხლით დააპატიმრეს... პირველი რაც გააკეთა, ციხიდან დამიკავშირდა და დამისახელა ცნობილი ქალბატონი, რომელიც მალე გაათავისუფლებდა პატიმრობიდან და მე ჩემს ზარალს ამინაზღაურებდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მეც არ ვუჩივლებდი...
ჩემი მორიგი დიდი შეცდომა იყო საცხოვრებელი ბინის შენარჩუნების  მცდელობა... სწორი იქნებოდა მისი გაყიდვა, მაგრამ მევახშემ მაჯობა, რომელმაც თაღლითის გათავისუფლებამდე დალოდება დამპირდა თუ ქონებას ოფიციალურად გადავუფორმებდი... მე ბინა გადავუფორმე და ერთ თვეში, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ბინა იმ თანხაში გამიყიდა, რაც თვითონ ერგებოდა პროცენტიანად.


ასე დავრჩით მე და ჩემი შვილი 2011 წელს ქუჩაში და დაიწყო ბოშური ცხოვრება...
მართლაც სამ წელზე ადრე გაათავისუფლეს თაღლითი...მერე იყო ერთწლიანი კოშმარი, ყოველდღიური დაპირებებით. მოთმინების ფიალის ავსების შემდეგ 2015 წელს მთავარ პროკურატურას მივმართე  და გაორმაგებული კოშმარით ვებრძოლე თაღლითს და მის მფარველს... 2015 წელს დაწყებული ბრძოლა 2018 წლის 13 სექტემბერს დასრულდა თაღლითის მეორედ დაპატიმრებით. მაგრამ ამისთვის დამჭირდა პროკურატურის დარწმუნება იმაში, რომ თავს დავიწვავდი ამ უწყების წინ თუ სამართალს არ დააყენებდნენ...


2014 წელს დამიდგინდა სიმსივნე, მაგრამ მე ეს დიაგნოზი ოდნავადაც არ მიმიტანია გულთან, რადგან ამ დროისთვის ლაშას ხერხემალზე თიაქარი გაუჩნდა და ძლიერი ტკივილები ჰქონდა...სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობას მივმართეთ, ზოგმა ცოტა შეუმსუბუქა ტკივილები, ზოგმა - პირიქით. ამ დროს მე ჩემი თავი ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ 2018 წელს იძულებული გავხდი და ჩამიტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც რუსუდან ფირცხელაურმა გამიკეთა. თქვენი საშუალებით დიდ მადლობას გადავუხდი ამ დიდებულ ადამიანს.


- ახლა თავს როგორ ვგრძნობთ?


- მაქვს პრობლემები, რომელსაც დიდად არ ვიტყობ, მაგრამ ვიცი ესაა მკერდზე პრობლემა, რომელსაც ახლო ხანებში მივხედავ იტალიაშივე და თუ ოპერაციის დრო დადგა, დაუფიქრებლად მოვიშორებ... მაქვს ამ საუკუნის აღმოჩენა დაავადებაც - ღვიძლის გაცხიმოვნება და ნეფრიტი, მაგრამ ამ პრობლემებთან თანაცხოვრება შევძელი და როგორც კი საშუალება მომეცემა მივხედავ.


ნატო გელაშვილმა ლაშა ნანობაშვილს 2 000 ლარი აჩუქა


"ვიდექი და ღაპა-ღუპით გამდიოდა ცრემლები“ - ლაშა ნანობაშვილს ნატო გელაშვილმა სიმღერა აჩუქა


"ლუკა გააგრძელებს ქართულ სიმღერას და მისი შემფასებელი იქნება ქართველი ხალხი“


წაიკითხეთ სრულად