რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტნე გამსახურდიას იზოლაციაზე

  • 28 იანვარი 23:50

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსაზურდიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკ ნიუსს" უწოდებს.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა.


 "ეს აბსოლუტური "ფეიკ ნიუსია",- აცხადებენ ადმინისტრაციაში.


ცნობისთვის, გავრცელდა გამსახურდიას ცოლის ანა ჯაბაურის წარმომადგენლის განცხადება, რომლის თანახმადაც თურქეთში, კლინიკაში მყოფი ცოტნე გამსახურდია დედას  მანანა არჩვაძეს იზოლაციაში ჰყავს. ჯაბაურის უფლებადამცველის განცხადებით, კლინიკის ადმინისტრაციამ ისევ არ დაუშვა ჯაბაური გამსახურდიასთან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლინიკა მიზეზად საქართველოს პრეზიდენტის წერილს ასახელებს.