"ექიმებმა სცადეს მარჯვენა მხარეს შეემცირებინათ ეკმოს აპატარის მუშაობა" - როგორია ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

  • 28 იანვარი 23:35

სოციალურ ქსელში ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში მარიკა ხუციშვილი, ანიტას ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

"ჩვენი გოგო მოწყენილია, დედიკოს ნახვაზე გული უჩუყდება, ცდილობს რაღაც უთხრას, მაგრამ სათქმელს კარგად ვერ აგებინებს ინტუბაციის მილის გამო, რაც კიდევ უფრო აღიზიანებს.

ექიმებმა სცადეს მარჯვენა მხარეს შეემცირებინათ ეკმოს აპატარის მუშაობა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ისევ აპარატის სრული დატვირთვით ჩართვა მოუწიათ.

 ჩვენ გვჯერა, რომ მალე მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება!
ამაში მას ჩვენი ერთიანობა და სიყვარული დაეხმარება!"- წერს მარიკა ხუციშვილი.