ვინ იდგა მარიტას, შორენა კოლონკელიძისა და 600-მდე კინოგმირის ხმის უკან

  • 28 იანვარი 23:24

მარიტა, შორენა კოლონკელიძე, დარინა, "ნუშის“ ეკა, თამარი „მთვარის მოტაცებიდან“, „მხიარული რომანის“ ეკა - ამ პერსონაჟების ხმა ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობი და საყვარელია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ 600-მდე კინოროლი თინა მგალობლიშვილის გახმოვანებულია.

უთანამშრომლია ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან - დავით რონდელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, ნიკოლოზ სანიშვილი, შოთა მანაგაძე, გურამ პატარაია, ალეკო ნინუა, თენგიზ აბულაძე, ოთარ იოსელიანი, გუგული მგელაძე...


"ახლა ფილმები რომ გადის და ჩემი ხმა მესმის, მეცინება. ქართული ფილმების მთავარი როლების ქალბატონებს თითქმის ყველას მე ვახმოვანებ. ჩემ შვილიშვილს უხარია, მაგრამ ჩემთვის დღეს უკვე ეს სევდის მომგვრელია, რადგან ეს ყველაფერი მოგონებაა. ბევრი გენიოსი მსახიობი და რეჟისორი წავიდა და უცრემლოდ ამ ყველაფერს ვერ მოვიგონებ“ – „პრაიმტაიმთან“ ისტორიებს იხსენებს თინა მგალობლიშვილი, ქართული ფილმისა და რადიოს შეუდარებელი ხმა.


თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ მსახიობი არ ყოფილა, არსად უთამაშია. მის ჯგუფელებს შორის კახი კავსაძე და ნუგზარ ჯუღელი იყვნენ. 


პირადი გარემოებებიდან გამომდინარე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სცენაზე არ წავიდოდიო, ამობს. გადაწყვეტილება არ უნანია. იყო ჯერ რადიო, მოგვიანებით ტელე დიქტორი. 20 წლის მანძილზე მიჰყავდა საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“. 


იმხანად მედეა ჩახავა, გახმოვანების თვალსაზრისით, ფავორიტი ყოფილა და მის ხმაზე ყოფილა სწორება. თუმცა რუსთაველის თეატრის მსახიობს აღარ ეცალა ამ საქმისთვის, რამაც თინა მგალობლიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი. 


წაიკითხეთ სრულად