ნახეთ, რის სანაცვლოდ სთავაზობს სასტუმრო წყვილებს უფასო ნომრებს

  • 28 იანვარი 23:09

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სასტუმრო Zed-მა თავის მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება გაუკეთა. სასტუმრო წყვილებს 4 საათიან ოთახს სთავაზობს, სადაც მათ შეუძლიათ სექსით დაკავდნენ და ბავშვზე იფიქრონ.

თუ ამ დღიდან 9 თვეში წყვილს შვილი ეყოლება, სასტუმრო მათ 18 წლის მანძილზე ნებისმიერ დღეს უფასოდ მიიღებს.


სასტუმრო Zed-ი კანადაში მდებარეობს, კერძოდ ვიქტორიასა და კელოუნაში. წელს კი ის ტოფინოშიც გაიხსნება.


ის წყვილიც, რომელიც მშობელი გახდება სუროგაციის გზით ან ბავშვს იშვილებს, გამარჯვებას შეძლებს. შესაბამისად, ამ პროექტის სახელია "ნებისმიერი ბავშვი, ნებისმიერ შემთხვევაში“.










წყარო