"საქართველოში არ არსებობს პრეზიდენტი და მთავრობა, არსებობს მხოლოდ მექანიკური სათამაშოები"

  • 28 იანვარი 22:52

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც სააკაშვილი წერს, დღეს საქართველოში არ არსებობს არც პრეზიდენტი და არც მათვრობა.

"სინამდვილეში საქართველოში არ არსებობს პრეზიდენტი და მთავრობა, კლასიკური გაგებით არსებობს მხოლოდ მექანიკური სათამაშოები - ოლიგარქი ივანიშვილის მარიონეტები, რომელიც თავის მხრივ კრემლის მარიონეტია. ამ წელს, ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ისტორია შეიცვლება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.