"პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა და ანაკლიის პორტის ჩაძირვა - ეს იყო ბოლო წვეთი" 

  • 26 იანვარი 23:46

"პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა ( მოტყუება) და ანაკლიის პორტის ჩაძირვა-ეს იყო ბოლო წვეთი, რომლის შემდეგაც საბოლოოდ ზურგი აქცია საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებმა. ნდობის აღდგენა უკვე შეუძლებელია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე წერს. 

"ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება მძიმედ აისახება ეკონომიკაზე და თითოელი ჩვენი მოქალაქის მდგომარეობაზე.


ორი ვადა საკმარისზე მეტი იყო, თუ რაიმეს კეთების უნარი ჰქონდათ, დაემტკიცებინათ. მესამე ვადით წარმატებულ ხელისუფლებასაც კი არ ტოვებენ მმართველობაში. ნებისმიერი ხელისუფლება, თუ იგი დროდადრო არ შეიცვალა, გადაგვარდება.


უნდა შეეგუოს ბიძინა ივანიშვილი და ”ქართული ოცნება”, რომ მათი დრო ამოიწურა და დათმონ ხელისუფლება ქვეყნისათვის ზიანის მიუყენებლად. ნებისმიერი ძალადობა და არჩევნების გაყალბების მცდელობა დამთავრდება ცუდად", - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.