ბაქოში ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, მათ შორის 3 სასწრაფოა (ვიდეო)

  • 26 იანვარი 22:30

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბაქო-გუბის ავტომაგისტრალზე, სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

დასახმარებლად მისული მეორე სასწრაფო დახმარების მანქანა შეჯახებულ სასწრაფო დახმარების მანქანას და მსუბუქ მანქანას დაეჯახა. ხოლო მესამე გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანა კი საპირისპირო მომავალ მანქანას დაეჯახა.


შემთხვევის შედეგად 5 მანქანა დაიმტვრა, მათ შორის 3 სასწრაფო დახმარების, 2 კი მსუბუქი ავტომობილი.


დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის არიან ექიმები.


წყარო