გიორგი კეკელიძე: დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი

  • 26 იანვარი 21:35

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და  ბურგუნდიაში მოგზაურობის შესახებ წერს.

"დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი:
ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმისთვის და წიგნის მუზეუმისთვის ბერნარ უტიემ, ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა ასობით უნიკალური გამოცემა გადმოგვცა. ეს ორი დღე ბურგუნდიაში ძალიან ნაყოფიერი და დიდი თანამშრომლობის დასაწყისი გამოდგა. უღრმესი მადლობა ჩვენს მეგობრებს, ისტორიკოს ლაშა ოთხმეზურს და ყოფილ ელჩს საქართველოში ეკა სირაძე-დელონეს ამ მოლაპარაკებაში ფასდაუდებელი დამხარებისთვის"- წერს გიორგი კეკელიძე.