პატრიარქი ნინოობასთან დაკავშირებით წირვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლენს

  • 26 იანვარი 20:47

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 27 იანვარს ნინოობასთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.

დღეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია ll-მ საღამოს ლოცვა აღავლინა.


წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.


წყარო