ჩინეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი: რატომღაც საქართველოში უფრო დიდი პანიკაა, ვიდრე ჩინეთში

  • 26 იანვარი 20:07

ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა, სადაც დღეს უკვე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინია გამოცხადებული.

კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი თემო ძოწენიძე „რეზონანსთან" საუბრისას ჰყვება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, საინფორმაციო საშუალებებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა. ამასთან, შანხაის ჯანმრთელობის კომისიის უწყების ცნობით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის განკურნების ფაქტიც.

ჩინეთში კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს (ვიდეო)

აქ ვარ იმისათვის, რომ სიმართლე ვთქვა - რას ყვება ქალაქ უხანში მყოფი ექიმი

რა არის "კორონავირუსი" და როგორ დავიცვათ მისგან თავი

წყარო