რატომ გააუქმა მადონამ ლონდონში დაგეგმილი კონცერტი?

  • 26 იანვარი 19:58

ავადმყოფობის გამო მადონამ მისი მსოფლიო ტურნე Madame X-ის ფარგლებში ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

15 ქალაქისგან შემდგარი ტურნე 27 იანვარს ლონდონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლეგენდარულ მომღერალს პირველი კონცერტის გაუქმება მოუწია.

„ძალიან ვწუხვარ 27 იანვრის კონცერტის გაუქმების შესახებ. ექიმებმა რამდენიმე დღით დასვენება მირჩიეს. ყველაზე მეტად არ მსურს, მაყურებლებს შოუსთან დაკავშირებული იმედები გავუცრუო. შესაბამისად, თუ კონცერტზე ბოლომდე ვერ დავიხარჯები, უმჯობესია ის გავაუქმო“, - ნათქვამია 61 წლის მადონას განცხადებაში.

წყარო