ამერიკელმა მეხანძრეებმა საბურავში გაჭედილი ლეკვი გადაარჩინეს (ვიდეო)

  • 26 იანვარი 19:41

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მეხანძრეებმა გადაარჩინეს ლეკვი, რომელსაც თავი საბურავში გაეჭედა.

გამოცემის ინფორმაციით, 3 თვის ლანამ თამაში დროს მანქანის ბორბალში შეყო თავი და გაიჭედა. მაშველებმა მისი გათავისუფლება ზეთის დახმარებით სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.


ამიტომ, ლეკვი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამამშვიდებელი პრეპარატები მისცეს, მეხანძრეებმა კი ბორბალი ხერხით გაჭრეს.