საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალა

  • 26 იანვარი 18:40

რამდენიმე საათის წინ საფრანგეთში ქართველი მორაგბე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

26 წლის ბექა ბურდიაშვილი, რომელიც საფრანგეთში კლუბ „გრაჰალეტი-ში“ თამაშობდა, სტადიონისკენ მიემართებოდა, რა დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.


მომხდარის გამო „ფედერელ 1-ის“ ლიგაში ყველა მატჩი გადაიდო.




წყარო