ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილის გადავარდის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა 

  • 26 იანვარი 17:36

ქვიშხეთთან, მდინარეში ავტომობილი გადავარდა. 

ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


გარდაცვლილებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.


უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 276- მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.