26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 25 იანვარი 22:59

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი: ამ დღეს უჩვეულოდ ადვილად მიაღწევთ იმას, რაც ადრე შეუძლებელი გეგონათ. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური მხარდაჭერა მიიღოთ მშობლებისგან. მეგობრებისგან ან პარტნიორებისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ძალები გონივრულად გადაანაწილოთ.


კურო: ამ დღეს ბიზნესის სფეროში მომუშავე მამაკაცებს წარმატება ელით. ფინანსურ მდგომარეობას სწრაფი რეაქციისა და ინტუიციის წყალობით გაიუმჯობესებთ. ქალებს წვრილმანი უსიამოვნებები ელით. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ექიმს დროულად უნდა მიმართოთ. შესაძლოა, დიაგნოზი უსიამოვნო და მოულოდნელი იყოს.


ტყუპები: თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ, მეტი დაისვენოთ და ვიტამინებით მდიდარი საკვები მიიღოთ. ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს წარმატება ელით. ქალები შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხოს.


კირჩხიბი: თუ ურთიერთობების გარკვევას თავი ვერ აარიდეთ, ეცადეთ, ხმას არ აუწიოთ. ექიმთან თქვენი ვიზიტი შესაძლოა უსიამოვნო აღმოჩნდეს, რადგან დიაგნოზი მოულოდნელი იქნება.


ლომი: ხელსაყრელი დღეა, რადგან თქვენი ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს. შინაგანი ენერგიის გაღვიძება თუ შეძელით, მთებს გადააბრუნებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ახალი მოკავშირეები მოძებნოთ.


ქალწული: ეს დღე ფიზიკურ დატვირთვას, ინფორმაციის მიღებას და სიყვარულს უკავშირდება. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვნოთ ან სამსახური შეიცვალოთ. ეცადთ ყველა გაუგებრობა და დაპირისპირება თუნდაც დროებით დაივიწყოთ.


სასწორი: ამ დღეს დეპრესიული განწყობა ახლავს. მოულოდნელმა სიახლემ შესაძლოა, მწყობრიდან გამოგიყვანოთ და ხასიათი გაგიფუჭოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. გირჩევთ ექიმს დროულად მიმართოთ.


მორიელი: რთული და პრობლემური საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა წარმატებულად დასრულებულმა საქმემ აღიარება მოგიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ.


მშვილდოსანი: ამ დღეს ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს წარმატება ელით. თქვენს გარშემო როგორც წესი, ბევრი ხალხია, რომლებსაც ორიგინალური აზროვნებით, კარგი მანერებით და არასტანდარტული აზროვნებით იზიდავთ. სწორად მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში ფინანსური კეთილდღეობა გელით.


თხის რქა: ამ დღეს ქალებმა შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო ან საოცნებო სამსახური იპოვონ. ერთფეროვანი ცხოვრება მამაკაცებს ახალი ტავგადასავლების ძიებისკენ უბიძგებს, რაც მომავალში უამრავ პრობლემას შეუქმნით.


მერწყული: თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. ეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ, მეტი დაისვენოთ და ვიტამინებით მდიდარი საკვები მიიღოთ. ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს წარმატება ელით. ქალები შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხოს.


თევზები: ამ დღის მთავარი ამოცანა ფულის სწორად და რაციონალურად განაწილება გახლავთ. ეს თუ შეძელით ფინანსურ კეთილდღეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ და წლის ბოლომდე სრულ დამოუკიდებლობას მიარწევთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან ამ მიმართულებით მოსალოდნელია პრობლემები.


წყარო