"დახეულჯინსებიანი“ ნიკოლოზ რობაქიძის პასუხი თეა წულუკიანს

  • 25 იანვარი 00:13

ნიკოლოზ რობაქიძემ აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციის ნახვის შემდეგ "ტრავოლტას" "გიფის" რეაქცია ჰქონდა.

"ვერ მივხდი, ძალიან დიდი გაუგებრობა იყო. რა დავაშავე არა, განტევების ვაცივით, ყურადღების გადატანის მცდელობა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველს ძალიან კარგი ანგარიში ჰქონდა, იყო მცდელობა საზოგადოების ყურადღება გადაეტანათ ნაკლებად აქტუალურ საკითხზე, რომელიც შარვალს და ყავას მოიცავდა." - ამის შესახებ "TV პირველთან" სახალხო დამცველის ყოფილმა თანამშრომელმა, იურისტმა ნიკოლოზ რობაქიძემ განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი და ერთ-ერთი პატიმრის შეხვედრის კადრები წარადგინა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, სახალხლო დამცველის ანგარიშის წარდგენის დროს. მინისტრის კრიტიკა ომბუდსმენის აპარატის ჩაცმულობამ და ქცევებმა დაიმსახურა. ახალგაზრდა იურისტმა წულუკიანს სწორედ ტელეეთერის საშუალებით უპასუხა.


წყარო