პირველად ასტრონავტებმა კოსმოსში ორცხობილა გამოაცხვეს

  • 24 იანვარი 22:42

ასტრონავტები კრისტინა კოხი და ლუკა პარმიტანო ისტორიაში შევლენ როგორც პირველი ადამიანები, რომლებმაც კოსმოსში ორცხობილები გამოაცხვეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

მათი ამოცანა იყო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ღუმლის გამოცდა, რომელიც მიკროგრავიტაციის პირობებში საკვების მოსამზადებლადაა გათვლილი. ეს მოწყობილობა მომავალში შეიძლება ხანგრძლივი კოსმოსური ფრენებისთვის გამოდგეს.

გასული წლის ბოლოს, შობის დღესასწაულამდე კოხმა და პარმიტანომ 5 ორცხობილა მოამზადეს. ამასთან, მათ თავიანთი ნახელავი არ გაუსინჯავთ, ის ასტრონავტებს SpaceX-ის კაპუსლით დედამიწაზე უნდა გაეგზავნათ.

როგორც აღმოჩნდა, კოსმოსში ორცხობილის მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე დედამიწაზე, სადაც ცხობის პროცესს 20 წუთი სჭირდება.