ჩინეთში კორონავირუსის გამო 1000 საწოლიან საავადმყოფოს ექვს დღეში ააშენებენ

  • 24 იანვარი 21:26

კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის ჩინეთში, ქალაქ უხანში 1000 საწოლიან საავადმყოფოს აშენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კორონოვირუსით ამ დროის მონაცემებით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 800-ზე მეტი კი ინფიცირებულია. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანში დაფიქსირდა.  


"ახალი საავადმყოფოს მშენებლობა სამედიცინო რესურსის დეფიციტმა გამოიწვია. იმის გამო, რომ საავადმყოფო ასაწყობი კონსტრუქციით შენდება, დასრულდება ძალიან მალე.“- ნათქვამია განცხადებაში.


წყარო