აშშ-ში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

  • 24 იანვარი 21:21

ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნებულ კიდევ ერთ ადამიანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ვირუსის მეორე შემთხვევა ილინოისის შტატში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი აქვეყნებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, კიდევ 60 ადამიანს ამოწმებენ. აშშ-ში საშიში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა 21 იანვარს გავრცელდა.


ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 830 ადამიანია. მთავრობამ ხუბეის პროვინციის 13 ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეაჩერა.