"გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა

  • 24 იანვარი 19:43

პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

სარჩელი პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში დღეს შეიტანა. სადავოა 256-ე მუხლი. ჯაფარიძის თქმით, სადავო ნორმა არის არაადამიანური და ის კონსტიტუციის მე-9 მუხლს ეწინააღმდეგება.


წყარო