ჩინეთის მთავრობამ კარანტინი ხუბეის პროვინციის 13 ქალაქში გამოაცხადა

  • 24 იანვარი 19:38

ჩინეთის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო ხუბეის პროვინციის 13 ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეაჩერა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 830 ადამიანია.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ  ქალაქ უხანში პაციენტებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამასთან, უხანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება


ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.