თურქეთმა ჩინეთში გააბრუნა მგზავრი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

  • 24 იანვარი 18:39

თურქეთმა თვითმფრინავის მგზავრი ჩინეთში დააბრუნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას ახალი კორონავირუსის ნიშნები აღმოაჩნდა.

ინფორმაციას მომხდარის შესახებ თურქული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვირუსით დაავადებული ქალი ჩინეთში შეთანხმების საფუძველზე დააბრუნეს.