რომეო და ჯულიეტას სახლი ვერონაში Airbnb-ზე ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ქირავდება

  • 24 იანვარი 17:54

Airbnb-ის სიურპრიზი მომხმარებელს ვალენტინობისათვის.

ჯერ არ იცით სად გაატაროთ  სიყვარულის დღე? ონლაინ პლატფორმა გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ვალენტონობა თქვენს მეორე ნახევართან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ადგილას, ვერონაში მდებარე ჯულიეტას სახლში გაატაროთ.

14 თებერვალს იღბლიანი წყვილი სანთლების შუქზე ადგილობრივი რესტორნის შეფ-მზარეულის, ჯანკარლო პერბელინის მიერ მომზადებული კერძების დაგემოვნებასაც შეძლებს. ამის შემდეგ წყვილს შეეძლება ქალაქში გასეირნება, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ფოტოების გადაღება. ფოტოებს პროფესიონალი ფოტოგრაფი გადაიღებს.

ვალენტინობის ჯულიეტას სახლში გატარების მსურველ წყვილს მოუწევს ორგანიზატორების დარწმუნება იმაში, რომ სწორედ ისინი იმსახურებენ ამას. ამისათვის მსურველებმა ინგლისურ ენაზე თავისი სიყვარულის ისტორია უნდა აღწერონ და შესაბამის მისამართზე გააგზავნონ. დაწვრილებითი ცნობების მიღება მსურველებს აქ შეუძლიათ.