24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 23 იანვარი 23:16

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი



ეცადეთ საკუთარი პოზიციების გასამტკიცებელი გზები გამონახოთ, პრინციპულობა და მონდომება გამოიჩინოთ, თორემ დიდი იმედგაცრუება გელით. მიზნისკენ მიმავალ გზაზე დიდი დაბრკოლება გელით. საღამოს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ განმარტოვდეთ და დაისვენოთ.



კურო



წარმატებული. უპრობლემო დღეა. ყველა საქმეს მარტივად გაუმკლავდებით. ქალები საკმაოდ ეფექტურად შეძლებენ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენას. ახალი გატაცება და ფლირტი გელით.



ტყუპები



ხელსაყრელი დღეა მუშაობისა და სიყვარულისთვის. რასაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით, თუმცა გამორიცხული არ არის ფინანსური ზარალი. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შენაძენისგან. ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი გელით, რომელიც ცრემლებს მოგიტანთ.



კირჩხიბი



არავითარი სირთულე და წინააღმდეგობა. წარმატებული დღეა და ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. სიყვარული სიამოვნებას და ბედნიერებას მოგანიჭებთ, შვილები კი წარმატებებით გაგახარებენ. ბევრ დროს ნუ დაკარგავთ შეხვედრებზე და გართობაზე, ეცადეთ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოთ.



ლომი



ამ დღეს თვალთვალი, ცილისწამება და მეგობართან დაპირისპირება გელით. გაითვალისწინეთ, რომ უგუნურებამდე მისულმა სითამამამ ან დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. სიბნელეს და მარტო სეირნობას ერიდეთ.



ქალწული



შესანიშნავი დღეა წარსულის გააზრების, ფიქრისა და მედიტაციისთვის. შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. მზად იყავით იმისთვის, რომ სერიოზული პრობლეწმები გელით. ხელს ნუ მოკიდებთ საქმეს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით, თორემ შეუსრულებელი ვალდებულება ტვირთად დაგაწვებათ. ერიდეთ გადაღლას, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.



სასწორი



რთული დღეა. ახლობელ ადამიანებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა ცრუ მოლოდინებს გაგიჩენთ და იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ. გამორიცხული არ არის, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ. დღის ბოლოს უხასიათობა დეპრესიამდე მივა. ყურადღებით იყავით - მოსალოდნელია ტრამვა. დაძაბული მუშაობის მიუხედავად, თქვენი მატერიალური მდგომარეობა უცვლელი დარჩება.



მორიელი



გაითვალისწინეთ, რომ წინა კვირის შედეგები საქმის წარმატებას განსაზღვრავს. მოსალოდნელია მყარი და საიმედო ურთიერთობა პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. გირჩევთ, გრძნობები არ დამალოთ და საყვარელი ადამიანის მიმართ თქვენი ემოციები გამოავლინოთ.



მშვილდოსანი



ამ დღეს შესაძლოა, ნებისმიერი ჩანაფიქრი განახორციელოთ, თუ უკან არ დაიხევთ. გამორიცხული არ არის, რომ რისკმა და აზარტმა დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. უარს ნუ იტყვით მეგობრულ დახმარებაზე, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს.



თხის რქა



გამორიცხული არ არის მოულოდნელი შემოსავალი, მოგება ან ძვირფასი ნივთის პოვნა. შესაძლოა, მოულოდნელი ამბავი შეიტყოთ, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისთვის. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ყველაზე მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობას შეძლებთ. ერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, რამაც შეიძლება, თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.



მერწყული



ამ დღეს სიცრუე, ილუზიები და აუხდნელი ოცნებები ახლავს. ეცადეთ, ცდუნებას გაუძლოთ და საკუთარი მოვალეობის შესახებ არ დაივიწყოთ. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდად გაატარეთ.



თევზები



შენდობის, პატიების და სიყვარულის დღეა. პირადი საქმეების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ძველი კონფლიქტების შემდეგ, ამ დღეს, შესაძლოა, დიდი შერიგების დღე ვუწოდოთ. ეცადეთ ძველი წყენა დაივიწყოთ და მეორე ნახევართან საერთო ენა მონახოთ.