"თუ მეზობელი ჯემალი იქნება შენი არჩევანით უკმაყოფილო, ხომ დაინგრა შენი ცხოვრება და ეგაა..." - რატომ არ გვყავს ჰარის მსგავსი პრინცები საქართველოში

  • 23 იანვარი 18:01

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ქართულ ფეისბუქ გვერდზე, მეგანზე და ჰარიზე სანტერესო პოსტი გავრცელდა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

"როდესაც ნამდვილი მამაკაცი ხარ !
პრინცმა ჰარიმ ყველა "წესი" დაარღვია ცოლად მოიყვანა რა:
აფროამერიკელი!
განათხოვარი!
ასაკით უფროსი!


სიყვარული ყველაფერზე ძლიერია!
სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას!
კაცებს არ ადარდებთ რას იტყვის ჭორიკანა ხალხი!
და დიდი სურვილის არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს დიდი წინააღმდეგობა.


ეს ხდება ზოგადად ცივილურ სამყაროში... ეს ხდება ზოგადად ღირსეულ კაცებთან...
საქართველოში კი ამ დროს სხვა ეპოქაა, აქ მთავარია საახლობლო იყოს ბედნიერი, ბიცოლის მამიდის დეიდაშვილმა არაფერი თქვას. და თუ მეზობელი ჯემალი იქნება შენი არჩევანით უკმაყოფილო, ხომ დაინგრა შენი ცხოვრება და ეგაა...


ამიტომ არ გვყავს საქართველოში პრინცები!"


წყარო