"თუ ვინმე მყავხართ 28 წლის "გეიმერი" ბავშვი, თქვენ გიყვებით" - ნახეთ, რა მოხდა აფთიაქში

  • 23 იანვარი 16:57

სოციალურ ქსელში ობობა (Gaius Marius Oboba) პოსტს აქვეყნებს და უცნაურ ამბავს ყვება.

“აფთიაქში, გვერდით, ასე 50 წლის ქალბატონი ჯიუტად ცდილობდა ფარმაცევტს მისთვის შეერჩია საძილე და დამამაშვიდებელი წამლები.


როგორ შეგირჩიოთ, მითხარით კონკრეტულად რა ხდებაო.
ქალბატონმა, 28 წლის ბავშვი ღამეებს ათენებს თამაშში, დღე და ღამე არეული აქვსო, მინდა ღამით ეძინოსო, საჭმელში ან ჩაიში გავურევო, ან შევაპარებო რამენაირადო.
მერე დასახელებებს არჩევდნენ.
ხოდა, თუ ვინმე მყავხართ აქ 28 წლის გეიმერი ბავშვი, თქვენ გიყვებით, იცოდეთ მაინც” – წერს ობობა. (Gaius Marius Oboba)