ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა

  • 22 იანვარი 23:52

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში "კორონავირუსით" კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 500-მდე დაავადებულია. სწორედ ამიტომ ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსის გავრცელების არეალი ფართოვდება. "კორონავირუსის"  შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებული შტატებში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, პირველად კორონავირუსი 2013 წელს საუდის არაბეთში გამოვლინდა. ახალი კორონავირუსის შტამი პირველად ვუჰანში დეკემბერში გაჩნდა. ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში, ერთი კი იაპონიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, ვირუსის წყარო შესაძლოა ცხოველი იყოს. ვირუსის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია.

ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია

რა არის "კორონავირუსი" და როგორ დავიცვათ მისგან თავი