პრელუდია და კაცები

  • 22 იანვარი 23:33

პრელუდიის ხანგრძლივობასა და ხარისხზეა დამოკიდებული სექსისგან მიღებული სიამოვნება. კაცების უმეტესობა ფიქრობს, რომ პრელუდია ერექციას ამცირებს, თუმცა ეს ასე არ არის.

რაც უფრო ასაკშია კაცი, მით უფრო მეტად საჭიროებს პრელუდიას. სექსოლოგების თქმით, ძირითადად, სექსი და პრელუდია 8-13 წუთი გრძელდება. ექიმები მიიჩნევენ, რომ ორგაზმის მისაღებად საჭიროა 3 წუთი, ხოლო პრელუდიას 5-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ამიტომ აუცილებელია, 15 წუთი დავუთმოთ სექსუალურ აქტამდე საჭირო სტიმულაციას. კაცების უმეტესობა ფიქრობს, რომ პრელუდია ერექციას ამცირებს, თუმცა, ეს ასე არ არის. პრელუდია განაწყობს პარტნიორს სექსუალური აქტისკენ. ასევე, პრელუდია სასარგებლოა კაცის ჯანმრთელობისთვის, რადგან ამ დროს გამოყოფილი სითხე პროსტატისა და სხვა ინტიმური პრობლემების წარმოქმნის რისკს ამცირებს. პრელუდია ავსებს სხეულს ვნებით, აუმჯობესებს ორგაზმის ხარისხს და ზოგჯერ რაოდენობასაც.