დამხმარე ინსტრუქცია კაცებს ქალის ორგაზმისთვის

  • 22 იანვარი 23:31

ქალის ორგაზმი - გასაოცარი მოვლენაა. ერთი შეხედვით, სრულიად გაუგებარია მისი ფუნქციური დანიშნულება. მეორე მხრივ - ორგაზმს თითქოს არც სითბო მოაქვს, არც სიცივე, მაგრამ ის პარადოქსულად სასიამოვნო მოვლენაა.

სინამდვილეში მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქალის ორგაზმში გაცილებით მეტი ბონუსი იმალება თქვენთვის, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სინდი მესტონმა და დევიდ ბასმა რამდენიმე ათასი ქალი გამოკითხეს და საკმაოდ გამაოგნებელი შედეგი მიიღეს.



"თუკი სიამოვნებამ პიკს მიაღწია და მას გადააჭარბა კიდეც, მთელ სხეულში საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ, მხოლოდ დაწოლა და ღიმილი მინდა. მომდევნო დღეს შესანიშნავი განწყობა მაქვს, თითქოს რთულ და მნიშვნელოვან საქმეზე დავასრულე მუშაობა. თუკი სიამოვნების მიღება ყველაზე საინტერესო მომენტში „ჩავარდა“, დიდხანს ვერ მშვიდდები, მოუსვენრად ხარ, ბრაზდები პარტნიორზე, გწყინს, რომ ის ნასიამოვნები ხვრინავს. მე, რა თქმა უნდა, შემიძლია, საკუთარ თავს დავეხმარო, მაგრამ მასტურბაციით საბოლოოდ ისეთივე სიამოვნებას ვერ იღებ“, - 36 წლის ქალი.


მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალის ორგაზმის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს სისხლის ნაკადის სწრაფ გადინებას მკერდიდან და მენჯის არედან, რაც, სინამდვილეში იწვევს სიმსუბუქისა და თავისუფლების შეგრძნებას. ალბათ, ყოფილხართ სიტუაციაში, როდესაც სექსუალური აქტის შეწყვეტა ყველაზე საინტერესო დროს მოგიწიათ და ესეც, სრულიად უნებურად. არა, რა თქმა უნდა, ქალებს ეს მომენტი გაცილებით მტკივნეულად გადააქვთ, თუმცა, იმედგაცრუების შეგრძნება თითქმის იგივეა. თუკი ამ დროს მოულოდნელად ჩაგეძინათ, ტკბილი ძილი ვერ გექნებათ, რადგან ქალის „აფეთქების“ სიძლიერე აუცილებლად გაგიშვებთ ჯანდაბაში, მაგრამ, თუკი ერთად ცხოვრობთ, გამოიცანით, ვისზე გადავა მეორე დღეს მთელი ბოღმა?


განაგრძეთ კითხვა