მკვლელი ვირუსები, რომლებიც კაცობრიობას ბოლო 20 წელია გადაშენებით ემუქრება

  • 22 იანვარი 23:26

2020 წელი მსოფლიომ ახალი ვირუსით დაიწყო. ახალი „კორონავირუსი“ ჩინეთში ქალაქ უხანში გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ვირუსი თევზისა და ფრინველების ბაზარში გაჩნდა, რის შედეგადაც ამ დროისთვის 17 ადამიანია დაღუპული.

ბოლო ათწლეულების მანძილზე არაერთი ვირუსი გავრცელდა. მათ შორისაა: ებოლა, ვირუსი ზიკა, ატიპიური პნევმონია, H5N1 და H1N1, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი.


ებოლა


მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი ჯერ კიდევ 1976 წელს აღმოაჩინეს, მან ფართო პოპულარობა ამ საუკუნეშიც მოიპოვა. ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ტრაგიკული შემთხვევები 2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა. სწორედ ამ პერიოდში ვირუსით ყველაზე მეტი - 11 ათასი ადამიანი დაიღუპა.


ვირუსი „ზიკა“


ვირუსი „ზიკა“, ისევე როგორც „ებოლა“ აფრიკიდან იღებს სადავეს. ამ სახეობის ვირუსს სახელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო დაარქვეს. ზიკა უგანდაში ერთ-ერთ ტყეს ჰქვია.


აღნიშნული ვირუსი, 1947 წელს აღმოაჩინეს. ისევე, როგორც „ებოლას“ შემთხვევაში ამ ვირუსის ვაქციანაც არ არსებობს. 50 წლის მანძილზე 20 000-ზე მეტი შავკანიანი დააინფიცირა. 2007 წელს „ზიკა“ გასცდა აფრიკის საზღვრებს და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის კუნძულებზეც გავრცელდა.


ატიპიური პნევმონია


მას ასევე უწოდებენ მწვავე რესპირატორულ სინდრომებს. ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახეობა. მას ატიპიურ პნევმონიას უწოდებენ იმ მიზეზით, რომ დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია. დაავადების სიმპტომები ატიპიურია.


აღნიშნული ვირუსი პირველად 2002 წელს ჩინეთის სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა. პირველი პაციენტი იყო ადგილობრივი ფერმერი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. ის დიაგნოზის დასმამდე გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ფერმერი მომაკვდინებელი ვირუსით გარდაიცვალა.


H5N1 და H1N1


ამ ვირუსებს ფრინველის გრიპადაც მოიხსენიებენ. თავდაპირველად ეს ვირუსი ჰონგ კონგში 1997 წელს გამოჩნდა. H5N1 18 ჩინელის სხეულში აღმოაჩინეს, რომელთაგან ექვსი გარდაიცვალა. ამ მდგომარეობის შემდეგ მიიღეს დაუყონებლივ ზომები, მილიონობით ფრინველი და ცხოველი დახოცეს და დაწვეს. 


სიტუაცია დაწყნარდა, თუმცა 2003 წელს აზიაში ახალმა დაავადებამ იჩინა თავი, რომელიც სწრაფად გავრცელდა ევროპასა და აფრიკაში. ამ ფაქტის შემდეგ 140 მილიონზე მეტი ქათამი კვლავ გაანადგურეს. 2013 წლის მონაცემებით H5N1- ით 649 ადამიანი 15 ქვეყნიდან დაინფიცირდა, აქედან 384 გარდაიცვალა. 


წყარო