ვინ გაუსწორდა ფიზიკურად მამა დანიელს და რა მოხდა მარტვილის ეპარქიაში

  • 22 იანვარი 23:02

სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ხელმძღვანელს მამა დანიელს და ადგილობრივი გავლენიანი გვარის წარმომადგენლებს კეკუტიებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

ძმებმა კეკუტიებმა სახლში მიაკითხეს სასულიერო პირს და სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. 

კეკუტიებმა, ამის შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე, გრიგოლ კაციას ულტიმატუმით მიმართეს და სასულიერო პირის ეპარქიიდან განკვეთა მოსთხოვეს.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა კლიმენტი კეკუტიამ მარტვილის ტაძარს ძვირადღირებული ხატი შესწირა, თუმცა, პეტრე ცაავასთან დაპირისპირების გამო, მან ხატი უკითხავად უკან წაიღო.

შობა დღეს, ტაძარში მისულ კეკუტიას ძმისშვილს, მამა დანიელმა შეახსენა ეს ფაქტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. 

"ხატის თემა იყო, ხატი ხო მოიპარეს ერთი სიტყვით... მოვიდა 50 ნასვამი კაცი და წაიღეს ხატი. რა ნამუსით მოხვედით-თქო, ამის გამო მოვიდნენ დილით“, - ჰყვება მამა დანიელი. 

ძმები კაკუტიები გრიგოლ კაციასთან ულტიმატუმით მივიდნენ და ჭყონდიდიდს ეპარქიიდან გაძევება მოითხოვეს, თუმცა მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მათ ურჩია საეკლესიო ცხოვრებაში არ ჩარეულიყვნენ.

მამა დანიელი ადგილზე რჩება და განაგრძობს მღვდელმსახურებას - მეუფე გრიგოლის გადაწყვეტილებით, ის რჩება ეპარქიაში და ამაზე მას, სავარაუდოდ, თანხმობა საპატრიარქოსგანაც აქვს, რადგან, როგორც ცნობილია, მიტროპლიტი ამბის გასარკვევად და საკუთარი გადაწყვეტილების შესათანხმებლად თბილისში საგანგებოდ იყო ჩამოსული.

 წყარო