მამა ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

  • 22 იანვარი 19:04

"მოვითხოვე პატრიარქთან პირადი შეხვედრა, რადგან დოკუმენტი მისი ხელმოწერით იყო",-ამის შესახებ PIA.GE -ს მამა ანდრია სარიამ მღვდელლმოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განუცხადა.

მამა ანდრიას თქმით, "ქრისტე არის განდევნილი და საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის ავაზაკი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქრისტეს სიყვარული".

"კატეგორიულად და მკაცრად მოვითხოვე, რომ პატრიარქთან შემახვედრონ. მათ შორის მამა მიქაელ ბოტკოველს ვუთხარი, რომელმაც დამირეკა და მაცნობა. 2 დღის წინ მიუღით გადაწყვეტილება და რატომღაც დღეს მითხრეს პოსტ-ფაქტუმ მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ. საჭიროდ ასე ჩავთვალეთო. ასე გვინდოდა და ასე გექცევითო. ეს იყო კონტექსტი, ანუ ჩვენ ვართ "ქურდებიო", ვიმსჯელეთო. აი ასე გამოუვიდათ. განაჩენი გამოგიტანეთ და შენ არ იყავი საჭიროო. მაგათ, მე "ქურდი" ვგონივარ. მღვდელი თუ რამეში სამხელია, უნდა დაიბარონ და მინიმუმ კითხვა მაინც უნდა დაუსვან",-დასძინა მამა ანდრია სარიამ. 

ცნობისთვის, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა

მამა ანდრია სარიას განცხადებით, მას პატრიარქის მოსაყდრე შიო დაემუქრა