მამა ანდრია სარიას პატრიარქის მოსაყდრე შიო დაემუქრა 

  • 22 იანვარი 18:45

მამა ანდრია სარია PIA.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მას მღვდელმსახურებების შეჩერებით დაემუქრა.

"ჩემი შეხედულება ასეთია, რომ ზოგადად, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე, რა განცხადებებიც გავაკეთეთ და ვაკეთებთ ახლაც, საპატრიარქოსთვის არის მტკივნეული და მიუღებელი. ისინი ყველანაირ სიბინძურეს ასრულებენ, სახელებიც კი არ არის ჩამოსათვლელი, ისედაც ღიად ჩანს ყველაფერი. იაკობიდან დაწყებული, ის სასულიერო პირები ვინც კონსტრუქციულად, მოვუწოდებდით და ვამხელდთ, რომ დროულად გამოასწორონ ეს პრობლემები, მამათმავლობის, ქურდობის, ქონების მითვისების და მთელი რიგი პრობლემები, ეს იყო დიდი პრობლემა მათთვის, იმიტომ იყო მუქარებიც. რა თქმა უნდა, მემუქრებოდნენ და მათ შორის, მიტროპოლიტი შიო მოსაყდრე. პირადად, როდესაც შეხვედრა გვქონდა ზუსტად ამით დამემუქრა. იყო მუქარა პირდაპირი, რომ მღვდელმოქმედებას შემიჩერებდნენ. თითქოს ექსკლუზივი აქვთ მათ სიწმინდეზე. მათ არ აინტერესებთ საეკლესიო კანონები",- აღნიშნა მამა ანდრია სარიამ. 

ცნობისთვის, ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა