ჩერგოლეიშვილი ვაშაძეზე: ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა

  • 22 იანვარი 18:07

"ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, ვაშაძის თქმით პროპოპრიუცლი არჩევნები 2020 წლისთვის, თავად მოითხოვა.

"გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადებია, პროპორციული არჩევნების პირობა ნაცმოძრაობის დამსახურებააო.

ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა. მაგისმა ხარბმა ბელადმა მოსყიდულები და შტერები გვიძახა ყველას, ვისაც პროპოციული გაგვიხარდა.

p.s. აქვე ვაშაძეზე სამართლიანად განრისხებულ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს მივმართავ – პროცესს ნუ დააზიანებთ ამ ნაგვის გამო, უბრალოდ – სხვებს ელაპარაკეთ და ამ სიცარიელეს ანგარიში არ გაუწიოთ. ეგდოს თავისთვის – მაქსიმალურად იზოლირებული”,– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას საკუთარი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს. ამის შესახებ ვაშაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.


დიღმელაშვილი ვაშაძეზე: ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა