გურამ შეროზია "სპარის" კონსულტანტის მკვლელობაზე: მაღაზიაში შემოდის ვიღაც, რაღაცით უკმაყოფილო ნაბ@@@არი, თავში რაღაცას გირტყამს და გკლავს!

  • 22 იანვარი 17:31

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს წერს და "სპარის" კონსულტანტის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. 

"აი, როცა სამას ლარზე მუშაობ დღე და ღამე, არ თაკილობ არც ტვირთების თრევას, არც დალაგებას, რომ 20 წლის ასაკში თან ისწავლო, თან იმუშავო, ალბათ ამდენი გეგმა, მიზანი, შესაძლებლობა და თავგადასავალი გაქვს წინ...


ამ დროს, მაღაზიაში შემოდის ვიღაც, რაღაცით უკმაყოფილო ნაბ@@@არი, თავში რაღაცას გირტყამს და გკლავს!


აღარ ვიცი რა ვთქვა"- წერს შეროზია.


 



თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა