მალხაზ მაჩალიკაშვილი: ჩინური კედელი რომ აღმართონ, მე ამათ დავანგრევ

  • 22 იანვარი 16:14

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ჯებირებით შემოსაზღვრას ეხმაურება.

"ჯებირი კი არა, ჩინური კედელი რომ აღმართონ, ჩემი პროტესტი იქ გაგრძელდება, მე ამათ დავანგრევ, მე ამათ დავამთავრებ გახარიას თქმის არ იყოს. კარვებიც დაიდგმება და ბანერიც დაიდგმევა",- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.


პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, საახალწლო ატრაქციონების აღების შემდეგ, მერიამ ჯებირებით შემოღობა. კახა კალაძის განმატებით, ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშოები იწყება.


წყარო