ზაზა ხუციშვილი: დიმიტრი ხუნდაძე თავიდანვე პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგი იყო

  • 22 იანვარი 15:31

როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა, მინდა სამართლიანობისთვის აღვნიშნო, რომ ბატონი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ გუნდურ გადაწყვეტილებას დაეთანხმა,- ამის შესახებ ზაზა ხუციშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით და ამ თემებს ვიხილავდით უმრავლესობის ფორმატში, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ პროპორციულთან დაკავშირებით იყო გუნდური გადაწყვეტილება და როცა გამოცხადდა, მე მინდა სამართლიანობისთვის აღვნიშნო, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ გუნდურ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თორემ მაშინვე წინააღმდეგი იყო ამ სისტემაზე გადასვლის“,- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.


ინფორმაციისთვის, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა. 


საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. 


„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 20 დეკემბერს შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს.


მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით.