როგორ იპოვა გიორგი გვარჯალაძემ ის, ვინც მის 11 წლის გოგონას ონლაინ სექსს სთავაზობდა (ვიდეო)

  • 22 იანვარი 14:53

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე "მთავარ არხთან“ იმ შემთხვევაზე საუბრობს, რომელიც მის 11 წლის შვილს ჰქონდა. ნინის ასაკით უფროსი მამაკაცი ონლაინ სწერდა და სექსს სთავაზობდა. გიორგი ამ ამბავს ვრცლად ჰყვება:

"მყავს 11 წლის გოგონა. თქვა, რომ მას მისწერა უცხო ადამიანმა, გვაჩვენა ეს მიმოეწრა. დაახლოებით ერთი თვე ესაუბრებოდა. ნელ-ნელა შეჰყავდა… ბავშვმა ვერ გაიგო, რა არის dirty mind. სიტყვა კოცნაზე გაუჭედა პატარამ და დაბლოკა, შემდეგ გვითხრა ჩვენ. მე სქრინებიც გამოვაქვეყნე მიმოწერის. ჯერ გავბრაზდი ცოტა, მერე გამიხარდა, რომ ბავშვმა თქვა. დავფიქრდი, როგორ სჯობს. კი, ჩვენ გადავრჩით, მაგრამ დამალვა არ იქნებოდა სწორი. ამ ქვეყნის შსს-ს და პოლიციას დიდად არ ვენდობი, არც ერთი წარმატებული შემთხვევა არ მაქვს ქართულ პოლიცია-მილიციასთან, ამიტომ ჩავთვალე, რომ გამოვიყენებდი სოციალურ ქსელს და ეს მივიდოდა ადრესატამდე, აეწვებოდა და თვითონ გამოჩნდებოდა. გამოჩნდა ყველა, ვისი ფოტოც გამოიყენეს და ვისი ნომერიც იყო მითითებული. ეს ანგარიში ხან გაუქმდა, ხან ისევ ჩაირთო. მერე ამავე ანგარიშიდან ისტერიკულად დამირეკეს, ვაიმე დედა, რა დაგვემართა, ბავშვზე უქნიაო… ფაქტობრივად, ყველა ნაპოვნია სოცქსელის და ადამიანების დახმარებით, ვინც მომენტალურად გააზიარა ეს ამბავი. მე არ ვიჩივლე, მაგრამ ჩემი სვლა მოიცავდა იმას, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ და აქედან შეუძლიათ გააგრძელონ. რადგან თავად მომწერეს შესაბამისი ორგანოებიდან, ალბათ, დაინტერესდნენ. დაუფიქსირებელი უკვე ვერ დარჩბა, რადგან ჩანაწერი მაქვს, როგორ ვესაუბრები ამ ადამიანებს…


გოიმური გრუზინული მიდგომები არ შემიძლია. არაფერ განსაკუთრებულ მშობელს არ ვხედავ ჩემს თავში. ამის დაბლოკვა არ შეიძლება. წავა მერე ბავშვი და ბუჩქის უკან ისეთ შეცდომებს დაუშვებს, რომ თქვეც მოგხვდებათ და ყველას. როგორც კი დადგება შესაბამისი მომენტი, მშობელმა უნდა იგრძნოს და ბავშვს დაელაპარაკოს, აუხსნას, თავისი ვერსია შესთავაზოს, არაფერი აუკრძალოს ან მოუწოდო- ამბობს გვარჯალაძე.