ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

  • 22 იანვარი 14:26

ბათუმში შავმა ზღვამ სანაპიროზე მკვდარი დელფინი გამორიყა. 

სპეციალისტების თქმით, წელს უკვე მეექვსე შემთხვევაა, რის გამოც საჭიროა კვლევის ჩატარება რა იწვევს დელფინების სიკვდილს.


„ძუძუმწოვრების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევა წელს უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. გასულ წელს კი 120 შემთხვევა იყო. აუცილებელია, ბიოუსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდეს გამოკვლევა, რა იწვევს დელფინების მასობრივ გამორიყვას. მეტი უსაფრთხოებაა საჭირო, რადგან ზამთარში საქართველოს სანაპიროზე ძუძუმწოვრები გამოზამთრების მიზნით იყრიან თავს და აუცილებელია, კვლევა ჩატარდეს“, – განაცხადა ბიოლოგიის დოქტორმა, არჩილ გუჩმანიძემ.


წყარო