რა უნდა ვიცოდეთ "კორონავირუსის" შესახებ

  • 22 იანვარი 14:31

ჩინეთში, "კორონავირუსით" დაავადებულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა. აღნიშნული ვირუსით დაავადების შემთხვევა უკვე დაფიქსირდა ამერიკაშიც. BBC "კორონავირუსისთვის" დამახასიათებელ სიმპტომებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ინფორმაციას აქვეყნებს.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ "კორონავირუსს" ფილტვების დაინფიცირება შეუძლია. დაავადების სიმპტომები კი შემდეგია: გართულებული სუნთქვა, ცხელება და ხველა.

რაც შეეხება "კორონავირუსისგან" თავის დაცვის ხერხებს, BBC-ის ცნობით, რადგან ვირუსი ახალი გავრცელებულია, ჯერჯერობით ვაქცინა მის წინააღმდეგ არ არსებობს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ "კორონავირუსი" ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, სასურველია, დახურული ოთახის ხშირად განიავება.

დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) "კორონავირუსის" შესაძლო საფრთხეებს განიხილავს, როგორც ეს გაკეთდა ღორის გრიპის და ამბოლის შემთხვევაში.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია

არსებობს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე