ქობულეთში შუახნის კაცი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა

  • 19 იანვარი 21:22

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას 60 წლის კაცმა 54 წლის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.


გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


წყარო