33 წლის ნინო აბელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

  • 19 იანვარი 21:20

33 წლის, 2 შვილის დედას ნინო აბელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა ქალი თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის.

"ნინოს 2 თვის წინ დაესვა თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი. თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა ბიოფსია/სუბტოტალური რეზექცია, ჰისტომორფოლოგიური კვლევით დადასტურდა გლიობლასტომა (GBS multiform) IV გრეიდი - ყველაზე აგრესიული ფორმა სიმსივნეებს შორის. პირველი ოპერაციის შემდეგ საჭირო გახდა კიდევ 2 ოპერაციის ჩატარება (დრენირება, შუნტირება), შემდგომ რადიო და ქიმიოთერაპია. დღემდე ნინო მკურნალობის მძიმე კურსს გადის, ძირითადი მკურნალობის პარალელურად გრძელდება იმუნოთერაპია.

ამჟამად ნინო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია ჰოსპიტალიზებული სხივური თერაპიის გართულებებით, მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობა მიმდინარეობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, - ამბობს  ახლობელი.

რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი: ანგარიშის ნომერი GE79TB7455845161600002

საქართველოს ბანკი: ანგარიშის ნომერი GE92BG0000000126566500GEL

მიმღები: ნინო აბელაშვილი 

წყარო