ქობულეთში შვილი დედას მოკვლით ემუქრებოდა

  • 19 იანვარი 20:27

ქობულეთში, დედასთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პოლიციამ 37 წლის კაცი დააკავა.

როგორც ირკვევა, შვილი 63 წლის ქალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.


ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11- პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კაცი ამჟამად დაკავებულია.


წყარო